ლოგიკური მსჯელობით ფასდება რამდენად ახერხებს აპლიკანტი ამა თუ იმ მიმართებათა სტრუქტურის ამოცნობას და ამ სტრუქტურის შესახებ მართებული დასკვნების გამოტანას, მოცემული მსჯელობის შეფასებას, ანალიზსა და კრიტიკას, არასრული ინფორმაციის საფუძველზე მთელი სურათის შექმნას და ლოგიკური დასკვნის გამოტანას
რაოდენობრივი მსჯელობით ფასდება რამდენად ფლობს აპლიკანტი არითმეტიკის, ალგებრისა და გეომეტრიის ელემენტარულ ცნებებს, რამდენად შეუძლია რაოდენობრივი სახით მიწოდებული ინფორმაციის (ცხრილების, დიაგრამების) დამუშავება, ანალიზი და გამოყენება; რამდენად შესწევს უნარი, განსაზღვროს საკმარისია თუ არა რაოდენობრივი სახით მიწოდებული ინფორმაცია მოცემული ამოცანის გადასაჭრელად.
წაკითხულის გააზრებით ფასდება რამდენად შეუძლია აპლიკანტს ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და მთავარი აზრის გამოტანა, მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა, ძირითადის და მეორეხარისხოვნის, ფაქტისა და ვარაუდის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, ტექსტში წარმოდგენილი ამა თუ იმ მოვლენისა თუ ფაქტის მიმართ ავტორის პოზიციის ამოცნობა.
ანალიტიკური წერით ფასდება რამდენად შეუძლია აპლიკანტს მოცემულ თემაზე თვალსაზრისის ცხადად, ნათლად ჩამოყალიბება, გარკვეული აზრის დასაბუთება შესაბამისი არგუმენტების მოხმობით, მოცემული მსჯელობის კრიტიკული ანალიზი; რამდენად იცავს თანამედროვე ქართული ენის მართლწერის ნორმებს.