ეროვნული - თავისუფალი აზროვნება

ეროვნული გამოცდების გრანტის კალკულატორი
ეს კალკულატორი დაგეხმარებათ გამოთვალოთ თქვენი საგრანტო ქულა ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ის ითვალისწინებს საგნების კოეფიციენტებს და გრანტისთვის საჭირო მინიმალურ ზღვრებს (2025 ან 2024 წლის), რათა მოგცეთ წარმოდგენა თქვენი შანსების შესახებ.

როგორ მუშაობს კალკულატორი:

შეიყვანეთ ქულები: შეიყვანეთ სკალირებული ქულები სავალდებულო საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა;

აირჩიეთ არჩევითი საგანი და შეიყვანეთ მისი სკალირებული ქულა.

გამოთვლა: კალკულატორი ავტომატურად გამოთვლის თქვენს ჯამურ საგრანტო ქულას.

შედეგი: შედეგების ფანჯარაში იხილავთ თქვენს საგრანტო ქულას და ინფორმაციას იმის შესახებ, მოიპოვეთ თუ არა 50%, 70% ან 100%-იანი გრანტი. ასევე, მოგეწოდებათ ინფორმაცია, თუ თქვენი ქულა ვერ აჭარბებს რომელიმე გრანტისთვის საჭირო მინიმალურ ზღვარს.

ეს კალკულატორი იდეალურია აბიტურიენტებისთვის, რომელთაც სურთ სწრაფად და მარტივად შეაფასონ თავიანთი შანსები.

ეროვნულ გამოცდებზე ქულების გათანაბრების შესახებ
ეროვნულ გამოცდებზე ქულების გათანაბრება აუცილებელი პროცედურაა იმისათვის, რომ ყველა აპლიკანტი თანაბარ პირობებში მოხვდეს. ეს პროცესი ტარდება იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი იყო გამოყენებული.

რატომ ხდება ქულების გათანაბრება?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთ გამოცდაზე იყენებს ტესტის რამდენიმე ვარიანტს, რათა აპლიკანტებს შორის ინფორმაციის გაცვლა გამოირიცხოს. მიუხედავად იმისა, რომ ტესტის ყველა ვარიანტის შედგენისას დიდი ყურადღება ექცევა დავალებების ტიპების, სტრუქტურისა და სირთულის მაქსიმალურად გათანაბრებას, აბსოლუტური იდენტურობის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ ტესტის ვარიანტებს შორის არსებული სირთულის მცირე სხვაობა კომპენსირდეს და არცერთი აპლიკანტი არ დაზარალდეს, გამოიყენება ქულების გათანაბრების მექანიზმი. ეს პროცესი უზრუნველყოფს, რომ შედარებით რთული ვარიანტის შემსრულებლის ქულა გაუთანაბრდეს შედარებით მარტივი ვარიანტის შემსრულებლის ქულას.

როგორ ხდება გათანაბრების პროცესი?

გათანაბრება ხდება ნედლი ქულების საფუძველზე (ანუ, პირველადი ქულები, რომლებიც აპელაციის შედეგების შემდეგ დადგინდება). პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

პროცენტული რანგის დადგენა: თითოეული ვარიანტისთვის და თითოეული ქულისთვის დაითვლება მისი პროცენტული რანგი. ეს გვიჩვენებს, თუ აპლიკანტების რა ნაწილმა მიიღო ამ ქულაზე ნაკლები ან მისი ტოლი ქულა.

ქულების გაიგივება: ერთი ვარიანტის ქულა უთანაბრდება სხვა ვარიანტის იმ ქულას, რომლის პროცენტული რანგიც მისი ტოლია. მაგალითად, თუ პირველ ვარიანტში 60 ქულა 50%-იანი რანგით გამოირჩევა, ხოლო მეორე ვარიანტში 58 ქულა იმავე 50%-იან რანგშია, ეს ორი ქულა გათანაბრდება.

გათანაბრებული ქულის მინიჭება: საბოლოოდ, აპლიკანტს ენიჭება გათანაბრებული ქულა, რომელიც მისი საბოლოო შედეგია.

ამ პროცედურის შემდეგ, აპლიკანტს, რომელსაც ნედლი ქულით მინიმალურ ზღვარამდე არ მიუღწევია, შესაძლოა, გათანაბრებული ქულის შედეგად გადალახოს მინიმალური ბარიერი და კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვოს.

მაგალითი: ვთქვათ, ნიკამ დაწერა I ვარიანტი, ანამ კი II ვარიანტი. ნიკამ მიიღო 15 ქულა, ეს 15 ქულა ან მასზე ნაკლები მიიღო I ვარიანტის 20%-მა. ანამაც მიიღო 15 ქულა, მის ვარიანტში ეს 15 ქულა ან მასზე ნაკლები მიიღო 30%-მა.

ამ მოცემული ინფორმაციით, შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა მოხდება გათანაბრების პროცესში, თუმცა ზუსტ ქულას ვერ გამოვთვლით. ამის მიზეზი ის არის, რომ გათანაბრება გულისხმობს ქულების გაიგივებას პროცენტული რანგების მიხედვით და არა მარტო ერთი ქულის შედარებას.

მოცემულობა

ნიკას შედეგი (ვარიანტი 1):

ნედლი ქულა: 15

პროცენტული რანგი: 20% (ეს ნიშნავს, რომ მის ვარიანტში აპლიკანტთა 20%-მა მიიღო 15 ან მასზე ნაკლები ქულა).

ანას შედეგი (ვარიანტი 2):

ნედლი ქულა: 15

პროცენტული რანგი: 30% (ეს ნიშნავს, რომ მის ვარიანტში აპლიკანტთა 30%-მა მიიღო 15 ან მასზე ნაკლები ქულა).

ამ მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანას ვარიანტი (II) უფრო რთული იყო, ვიდრე ნიკასი. რატომ? იმიტომ, რომ ანას ვარიანტში აპლიკანტების უფრო დიდმა ნაწილმა (30%-მა) მიიღო 15 ან მასზე ნაკლები ქულა, მაშინ როცა ნიკას ვარიანტში ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს.

გათანაბრების პროცესის მთავარი მიზანია, რომ აპლიკანტები თანაბარ პირობებში დააყენოს. შესაბამისად:

ანას 15 ქულა გაიგივდება ნიკას ვარიანტის იმაზე მაღალ ქულასთან, რომელსაც იგივე, 30%-იანი პროცენტული რანგი ექნება, შესაბამისად ეს ქულა აღმოჩნდება 15-ქულაზე მეტი.

შედეგი

ვინაიდან ანას ვარიანტი უფრო რთული იყო, მისი 15 ქულა გათანაბრდება ნიკას ვარიანტის უფრო მაღალ ქულასთან (მაგალითად, 16 ან 17 ქულასთან, ან უფრო მეტთან. გათანაბრებული ქულა უმეტესად ათწილადი ჩანაწერით ჩაიწერება, მაგ. 17,64).

მიუხედავად იმისა, რომ ორივემ 15 (ნედლი) ქულა მიიღო, მათი საბოლოო, გათანაბრებული ქულა შეიცვალა, რადგან მათ განსხვავებული სირთულის ვარიანტები შეხვდათ. ანა უფრო მაღალ გათანაბრებულ ქულას მიიღებს, რადგან მან უფრო რთულ ტესტში შეძლო ამ ქულის დაგროვება. გათანაბრება არის სამართლიანი პროცესი, რომელიც აპლიკანტთა შრომას ობიექტურად აფასებს, ტესტის სირთულის მიუხედავად.

ტესტის რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად, ეს შეიძლება აპლიკანტმა გათანაბრებული ქულის მიხედვით განსაზღვროს?

კონკრეტული ქულის დიაპაზონში, შესაძლოა, ტესტის ერთი ვარიანტი აღმოჩნდეს უფრო რთული, ხოლო სხვა ქულის დიაპაზონში ტესტის სხვა ვარიანტი იყოს უფრო რთული.

მაგალითად, ზემოთ მოყვანილ მაგალითში აპლინკანტების მიღებული 15 ქულა, გათნაბრების შედეგად შეიცვლებოდა და იქნებოდა:

ნიკა: 15,00 ქულა;

ანა: 17,6 ქულა (ეს ქულა პირობითია, რადგან ზუსტი გათანაბრებული ქულის დასადგენად საჭიროა ყველა აპლიკანტის მონაცემები, ცხრილი სადაც მოცემულია, კონკრეტულ ვარიანტში თითოეული ქულის მოპოვება რამდენმა შეძლო. ქულების გათანაბრება არის სტატისტიკური პროცესი, რომელიც ეყრდნობა აპლიკანტების ვარიანტების მიხედვით შედეგებს. ის არ გამოითვლება ერთი კონკრეტული ქულის საფუძველზე).

სხვა აპლიკანტებისათვის შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ბაიამ დაწერა I ვარიანტი, ელენემ კი II ვარიანტი. ბაიამ მიიღო 50 ქულა, ეს 50 ქულა ან მასზე ნაკლები მიიღო I ვარიანტის 80%-მა. ელენემაც მიიღო 50 ქულა, მის ვარიანტში ეს 50 ქულა ან მასზე ნაკლები მიიღო 70%-მა.

ამ შემთხვევაში, ბაიას ვარიანტი უფრო რთულია, ვიდრე ელენესი. ბაიას ვარიანტში აპლიკანტების უფრო დიდმა ნაწილმა (80%-მა) მიიღო 50 ან მასზე ნაკლები ქულა, მაშინ როცა ელენეს ვარიანტში ეს მაჩვენებელი 70%-ს შეადგენს.

ბაიას და ელენეს მიღებული 50 ქულა, გათნაბრების შედეგად შეიცვლებოდა და იქნებოდა:

ბაია: 52,47 ქულა (ეს ქულა პირობითია);

ელენე: 50,00 ქულა

გამოცდების უფასო მოდელირება
edumeter.ge - თავისუფალი აზროვნება საშუალებას გაძლევთ, გაიაროთ გამოცდების უფასო მოდელირება თქვენთვის მეტად აქტუალურ საგნებში. შესაბამის დღეს შესაძლებლობა გექნებათ, წეროთ ონლაინ ტესტები.

განრიგი:

9-10 ივლისი - მათემატიკა VII-XII

12 ივლისი - აბიტურიენტების მათემატიკა

14 ივლისი - მათემატიკა I-VI

19 ივლისი - ლოგიკური მსჯელობა

20 ივლისი - რაოდენობრივი მსჯელობა

p.s. ტესტები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მთლიანი შესაბამისი დღის განმავლობაში (24 საათი)