ელექტრონული ტესტირების პლატფორმა - საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება

თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესს ცვლის. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია Edumeter.ge-ს ელექტრონული ტესტირების პლატფორმა, რომლის პროექტის მთავარი იდეაა თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებით ისეთი სადიაგნოსტიკო/საგამოცდო და სხვადასხვა ტიპის ტესტირების შექმნა, რომელიც არა მხოლოდ აფასებს მოსწავლის ცოდნას, არამედ იდენტიფიცირებას უკეთებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ კონკრეტულ ხარვეზებს.

როგორ მუშაობს სისტემა პრაქტიკაში? პლატფორმა მაქსიმალურად მარტივი და მომხმარებელზე მორგებულია. მოსწავლეებს (გამოსაცდელებს) ტესტირების პლატფორმაზე ეძლევათ სპეციალური კოდი. ამ კოდის შეყვანის შემდეგ, მათ შეუძლიათ ტესტი დაწერონ კომპიუტერზე, ტაბლეტზე და მობილურზეც. მეორე მხრივ, მასწავლებლებს აქვთ პაროლით დაცული წვდომა, რომლის შეყვანის შემდეგაც შეუძლიათ ნახონ დეტალური ანალიზი და ავტომატურ რეჟიმში მიიღონ შედეგები.

ტესტის შექმნის ალგორითმი

ტესტის შექმნა იწყება სასწავლო მასალის დეკომპოზიცით, მუშავდება კონკრეტულ კლასში განვლილი ყველა ძირითადი თემა, რის შემდეგაც თითოეულ თემაზე იქმნება სხვადასხვა სირთულისა და ფორმატის დავალებებიმას შემდეგ, რაც შეირჩევა იდეალური "საბაზისო დავალება", მის საფუძველზე იქმნება ანალოგიური დავალებების სიმრავლე, სადაც იცვლება რიცხვითი მონაცემები, ობიექტების სახელწოდებები ან გრაფიკული გამოსახულებები, თუმცა დავალების სირთულე და გადაჭრის ალგორითმი იგივე რჩება და თითოეული საკითხისთვის იქმნება 5-დან 10-მდე მსგავსი დავალება. პროგრამა თითოეულ მოსწავლეს დავალებებს აწვდის განსხვავებული რიგითობით, ალბათობა იმისა, რომ მოსწავლეებს ზუსტად ერთი და იგივე ვარიანტი შეხვდეს, მინიმალურია.

დეტალური ანალიტიკა და ვიზუალიზაცია მასწავლებლებისთვის

ასეთი ტიპის ტესტირება საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ზუსტი სურათი: რომელი თემა აღმოჩნდა ყველაზე რთული უმრავლესობისთვის, კონკრეტულად რა ტიპის შეცდომებს უშვებს მოსწავლე და რა დროს ხარჯავს მოსწავლე ტესტირებაზე. მონაცემები ავტომატურად იკითხება სპეციალური პროგრამის მიერ, რომელიც ამუშავებს მათ და გარდაქმნის ვიზუალურ გრაფიკებად, ჰისტოგრამებად და სიღრმისეულ ანალიზად. მასწავლებელი იღებს მზა სურათს რეალურ დროში. ვიზუალურად ჩანს, რომელი საკითხი გაუჭირდათ მოსწავლეებს ყველაზე მეტად (წითელი ფერი) და რომელი იყო ყველაზე მარტივი (მწვანე ფერი). კონკრეტულ საკითხზე დაჭერით იხსნება დეტალური ფანჯარა, სადაც ჩანს, კონკრეტულად რამდენმა და რომელმა მოსწავლემ უპასუხა, ნაწილობრივ უპასუხა ან ვერ უპასუხა ამ საკითხის კითხვას. უნიკალური ალგორითმი ასევე ითვლის თითოეული საკითხის სირთულეს და მოსწავლეთა მიერ მიღებულ ქულებს. ქულების, რეიტინგებისა და სირთულის ინდექსის დათვლა ხდება მყისიერად, რეალურ დროში. შესაძლებელია მოსწავლეთა რეიტინგის (რანჟირება) ნახვა, შედეგების გაფილტვრა კონკრეტული კლასის (მაგ: "VII კლასი") ან ქვე-ჯგუფის (მაგ: "VIIა კლასის") მიხედვით. ამის ხარჯზე, მასწავლებლის მიერ ნაშრომების გასწორებაზე დახარჯული დრო სრულად დაიზოგა. პედაგოგები ზუსტი მონაცემებით მუშაობენ, ხედავენ კონკრეტულ კლასს ან ქვე-ჯგუფს რა ტიპის შეცდომა აქვს და დაუყოვნებლივ გეგმავენ მიზნობრივ საინტერვენციო გაკვეთილებს. 

დანერგვის ეტაპები და ხელშესახები შედეგები

აღნიშნული პროექტი საცდელი ვარიანტით დაიწყო 2022 წელს. შემდეგ წლებში სისტემა დაიხვეწა, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლის II სემესტრიდან უკვე ხდება მონაცემების ავტომატური დამუშავება. 2025-2026 სასწავლო წლის II სემესტრიდან ტესტირების ავტომატიზებულ სრულ სისტემაზე გადასვლამ მოიტანა ხელშესახები შედეგები და შეფასება გახდა არა მხოლოდ შედეგის დაფიქსირება, არამედ განვითარების ინსტრუმენტი. პროცესმა მოიცვა V-IX კლასების 600-ზე მეტი მოსწავლე. ჩატარდა სადიაგნოსტიკო წერები V-IX კლასებში, ხოლო შემაჯამებელი და საგამოცდო ტესტები VII-IX კლასებში. მობილურებზე, ტაბლეტებსა და კომპიუტერებზე ტესტის ნიმუშებით წინასწარმა ვარჯიშმა მოხსნა საგამოცდო სტრესი და განავითარა მოსწავლეთა ციფრული უნარები. მყისიერმა და ობიექტურმა უკუკავშირმა მკვეთრად გაზარდა მათი მოტივაცია და ნდობა შეფასების სისტემის მიმართ. გარდა ამისა, გამჭვირვალე, ვიზუალიზებულმა მონაცემებმა სრულად გასაგები გახადა შვილების რეალური პროგრესი და კონკრეტული სუსტი მხარეები. სუბიექტური აღქმები ჩაანაცვლა ზუსტმა სტატისტიკამ.

საუკეთესო გადაწყვეტილება თქვენი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის!

ზემოთ აღწერილი წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით, პლატფორმა წარმოადგენს საუკეთესო და ყველაზე სანდო ციფრულ გადაწყვეტილებას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენ გთავაზობთ ამ ინოვაციური სისტემის ინტეგრირებას თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

სკოლებისთვის: სისტემა იდეალურია შიდა სასკოლო, შემაჯამებელი და სემესტრული გამოცდების ცენტრალიზებული მართვისთვის. ის სრულად ათავისუფლებს პედაგოგებს ასობით ნაშრომის ხელით გასწორების რუტინისგან და სკოლის ადმინისტრაციას აძლევს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ზუსტ, დაუყოვნებლივ და გამჭვირვალე სურათს.

სასწავლო და მოსამზადებელი ცენტრებისთვის: პლატფორმა შეუცვლელი ინსტრუმენტია აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდების იმიტირებული ტესტირებების ჩასატარებლად რეალურთან მიახლოებულ ციფრულ გარემოში. ასევე, ის იძლევა დისტანციური სწავლების დროს მსმენელთა პროგრესის მკაცრი და ობიექტური კონტროლის საშუალებას.

ინდივიდუალური ტრენერების, რეპეტიტორებისა და დაინტერესებული პირებისთვის: ნებისმიერ მსურველს შეუძლია მარტივად ააწყოს პერსონალური, საავტორო კითხვარები, გაუზიაროს ისინი მოსწავლეებს და მყისიერად მიიღოს სტატისტიკა მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეების შესახებ.

რა ხდის Edumeter.ge-ს უალტერნატივოს?

ეს არ არის უბრალოდ ტესტირების კიდევ ერთი პროგრამა — ეს არის სრულყოფილი, ინტელექტუალური ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც ზოგავს დროს, ამცირებს ფინანსურ დანახარჯებს (სრულად გამორიცხავს საბეჭდი მასალის საჭიროებას) და აქრობს ადამიანური შეცდომის ფაქტორს შეფასებისას. სისტემის ინტუიციური დიზაინი არ მოითხოვს რაიმე სახის ტექნიკურ ცოდნას, ხოლო მობილურსა და პლანშეტზე სრული ადაპტაცია მას ყველასთვის კომფორტულს ხდის.

აქციეთ შეფასების პროცესი არა სტრესულ რუტინად, არამედ მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებულ, ზუსტ და თანამედროვე გამოცდილებად.

წარმოგიდგენთ პლატფორმის ნიმუშს, რომელშიც მოსწავლის, მასწავლებლის და ადმინისტრატორის სისტემაში დაშვების კოდებია მოცემული. მოსწავლის, მასწავლებლის და ადმინისტრატორის სახელები და შედეგები შემთხვევითი პრინციპითაა აღებული!



ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!
* კეთილი იყოს თქვენი მობრძანება edumeter.ge-ზე — თავისუფალი აზროვნებისა და ელექტრონული ტესტირების პლატფორმაზე! | 🎓 გაიარეთ გამოცდების უფასო მოდელირება და შეამოწმეთ ცოდნა სადიაგნოსტიკო ტესტებით. | 🧮 ისარგებლეთ ეროვნული ან სამაგისტრო გრანტისა და მასწავლებლის ხელფასის ზუსტი კალკულატორებით. | 📊 გაიმარტივეთ სასწავლო პროცესი მზა სასკოლო რესურსებითა და კათედრის ანგარიშების მართვის სიახლეებით. | 🎮 ისწავლეთ ხალისით — აღმოაჩინეთ საინტერესო სტატიები და შემეცნებითი თამაშები. | 💡 გახადეთ სწავლა თავგადასავალი!