მასწავლებლის ხელფასის კალკულატორი
მასწავლებლებო, წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ შექმნილ ხელფასის კალკულატორს. ეს ინსტრუმენტი დაგეხმარებათ მარტივად და სწრაფად გამოთვალოთ თქვენი ყოველთვიური ანაზღაურება, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით.
როგორ მუშაობს კალკულატორი?
კალკულატორი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ხელფასზე. უბრალოდ შეავსეთ მოცემული ველები და მიიღეთ დეტალური შედეგი.
1. საათების რაოდენობა: შეიყვანეთ თქვენი საგაკვეთილო საათების რაოდენობა. კალკულატორი ავტომატურად ითვლის ძირითად ხელფასს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი ოფიციალური ცხრილის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ 25 საათზე მეტი საათები ანაზღაურდება როგორც 25 საათი.
2. სტატუსი და დანამატები: აირჩიეთ თქვენი მიმდინარე სტატუსი - უფროსი, წამყვანი, თუ მენტორი მასწავლებელი.
-
წამყვან მასწავლებელს ეძლევა დანამატი 150 ლარი.
-
მენტორ მასწავლებელს ეძლევა დანამატი 300 ლარი.
3. ხარისხი და სტაჟი: დანამატი ხარისხსა და სტაჟზე გაიცემა 15 საათის ქვემოთ პროპორციულად, 15-ის ტოლი ან მეტის შემთხვევაში კი
-
ხარისხის დანამატები:
-
ბაკალავრი: 20 ლარი
-
მაგისტრი: 40 ლარი
-
დოქტორი: 100 ლარი
-
-
სტაჟის დანამატები:
-
0-დან 5 წლამდე: 15 ლარი
-
5-დან 10 წლამდე: 30 ლარი
-
10 წელზე მეტი: 45 ლარი
-
4. დამატებითი ანაზღაურება:
- თუ ხართ კლასის დამრიგებელი, მონიშნეთ შესაბამისი ველი და თქვენს ხელფასს დაემატება 101.25 ლარი.
- თუ ასწავლით კლასკომპლექტს, მონიშნეთ შესაბამისი ველი და მიიღებთ 18 საათის ქვემოთ პროპორციულად ანაზღაურებას, ხოლო 18-ის ტოლი ან მეტიის შემთხვევაში 40,50 ლარს.
- თუ ახორციელებთ არაქართულენოვან სწავლებას, მონიშნეთ შესაბამისი ველი და მიიღებთ 18 საათის ქვემოთ პროპორციულად ანაზღაურებას, ხოლო 18-ის ტოლი ან მეტიის შემთხვევაში 40,50 ლარს.
- თუ ასწავლით მაღალმთიან რეგიონში, მონიშნეთ შესაბამისი ველი და მიიღებთ 18 საათის ქვემოთ პროპორციულად ანაზღაურებას, ხოლო 18-ის ტოლი ან მეტიის შემთხვევაში 150 ლარს.
5. საპენსიო პროგრამა: თუ მონაწილეობთ საპენსიო პროგრამაში, მონიშნეთ ეს ველიც. კალკულატორი ჯერ გამოაკლებს საპენსიო გამოქვითვას (2%), ხოლო შემდეგ დაითვლის საშემოსავლო გადასახადს (20%).
საბოლოო შედეგი
ღილაკზე „გამოთვლა“ დაწკაპუნებით, თქვენ მიიღებთ დეტალურ ჩამონათვალს, სადაც ნახავთ, თუ როგორ არის აწყობილი თქვენი ხელფასი:
- ხელზე ასაღები თანხა
-
ძირითადი ხელფასი (საათების მიხედვით)
-
სტატუსის დანამატი
-
ხარისხის დანამატი
-
სტაჟის დანამატი
-
სადამრიგებლო დანამატი
- კლასკომპლექტის დანამატი
- არაქართულენოვანი სწავლების დანამტი
- მაღალმთიან რეგიონზე დანამატი
-
მთლიანი ხელფასი
-
გადასახადები...
ეს კალკულატორი არის თქვენი საიმედო დამხმარე ფინანსური დაგეგმვისთვის. ის დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაუგებრობები და ზუსტად იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ.
წარმატებებს გისურვებთ!
ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე
იყავი ინფორმირებული!