* მიმდინარეობს საიტის ეტაპობრივი განახლება!  
სტატია კოსმოსის შესახებ 🌌
    0    

კოსმოსი ერთი მხრივ საოცარი და ულამაზესი სამყაროა, მეორე მხრივ კი — რთული, იდუმალი და მრავალფეროვანი. მეცნიერების განვითარება საშუალებას გვაძლევს უფრო შორს გავიხედოთ  — ვიოცნებოთ კოსმოსურ მოგზაურობებზე.

გთავაზობთ ინსტრუქციას და შინაარსობრივ მითითებებს, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ ინფორმაციული დასაინტერესო სტატია კოსმოსზე.


🔹შეეცადე სტატია იყოს შემდეგ სექციებად დაყოფილი:


🚀  სათაური
• მარტივი, მაგრამ საინტერესო (მაგ: „ჩემი პირველი მოგზაურობა კოსმოსში“…)


🚀   შესავალი
• რამ განაპირობა შენი ინტერესი კოსმოსით?
• რას წაიკითხავს მკითხველი სტატიაში?


🚀  ძირითადი ნაწილი

• სტატიაში უნდა ისაუბროთ მზის სისტემის ერთ-ერთ (დედამიწის გარდა) პლანეტაზე ან დედამიწის თანამგზავრზე ქვემოთ მოცემული მითითებების მიხედით. ასევე შესაძლებელია რამდენიმე პლანეტის ერთმანეთთან შედარება მათი მზიდან დაშორების მიხედვით (1 ასტრონომიული ერთეულის, აე), დათვალეთ და შეადარეთ მათი მოცულობები, გასავლელი ორბიტის სიგრძეები ან მზის სხივისთვის საჭირო დრო ამ ციურ სხეულებამდე მისაღწევად.

• ასტრონომები დედამიწიდან მზემდე მანძილს თვლიან 1 ასტრონომიულ ერთეულად, გამოთვალეთ არჩეული ციური სხეულის (სხეულების) მზიდან დაშორება ასტრონომიული ერთეულით (აე), მეასედებამდე სიზუსტით. 

• გამოთვალეთ რა დრო დასჭირდება მზის სინათლეს თქვენს მიერ არჩეულ ციურ სხეულამდე (სხეულებამდე) მისაღწევად. გაითვალისწინეთ, რომ სინათლე წამში დაახლოებით 300 000 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს, რაც ძალიან დიდი სიჩქარეა. კოსმოსში ობიექტები ერთმანეთისგან ისეთი მანძილით არიან დაშორებული, რომ მათ სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად ძალიან დიდი დრო სჭირდება. რაც უფრო შორსაა ობიექტი, მით უფრო წარსულში ვხედავთ მას. მაგალითად, მზე უახლოესი ვარსკვლავია, ის დედამიწისგან დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული, შესაბამისად, მზის სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად დაახლოებით 8,3 წუთი სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ მზეს ყოველთვის ისეთს ვხედავთ, როგორიც ის 8,3 წუთის წინ იყო.

• გაიხსენე რა სიდიდეების ფარდობაა სიმკვრივე. მოცემული მასითა და სიმკვრივით გამოთვალეთ არჩეული ციური სხეულის მოცულობა. 

• გაიხსენე რა სიდიდეების ფარდობაა სიჩქარე.  ორბიტაზე მოძრაობის მოცემული სიჩქარით და პლანეტის წელიწადით განსაზღვრეთ პლანეტების ორბიტის სიგრძე.

• შეადარეთ ერთმანეთს არჩეული პლანეტა და დედამიწა  ჩამოთვლითაგან მხოლოდ  ერთი მახასიათებლით: ეკვატორის სიგრძე, ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე, ორბიტაზე მოძრაობის დრო, ღერძის გარშემო ბრუნვის დრო (შედეგები წარმოადგინე  მეათედებამდე სიზუსტით). ახსენით, რატომ არის საინტერესო თქვენს მიერ შერჩეული მახასიათებლით შედარება.

 


🚀   გამოყენებული ტერმინები და აღნიშვნები
 ეს დაეხმარება მკითხველს უკეთ გაერკვეს რთულ სიტყვებში

 


🚀  ლიტერატურა / წყაროები (თუ იყენებთ რაიმე რესურსს)


✍️რჩევები წერისას

• გამოიყენე მარტივიდ გასაგები ენით დაწერილი წინადადებები;

• ჩართე ინფორმაციული სურათები ან ნახაზები;

• შეგიძლია დაამატო საინტერესო ფაქტები.


🚀 დავალების შესასრულებლად ისარგებლე ბმულზე https://edumeter.ge/solar.html განთავსებული ინფორმაციით, სადაც მოცემულია მზის სისტემის 3D მოდელი პლანეტების დამახასიათებელი ნიშნებით (ეკვატორის სიგრძე, პლანეტის წელიწადი, ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე, მზემდე მანძილი, ღერძის გარშემო ბრუნვის დრო, მასა, სიმკვრივე, ტემპერატურა).



ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!