საერთო სამაგისტრო გამოცდის ეტაპები

სამაგისტრო გამოცდები ორეტაპიანია და მოიცავს როგორც საერთო ეროვნულ გამოცდას, ისე უშუალოდ უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულ გამოცდებს.
ეტაპი I: საერთო სამაგისტრო გამოცდა
საერთო სამაგისტრო გამოცდას აბარებს ყველა ის აპლიკანტი, რომელსაც მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება სურს. გამოცდა ოთხი ნაწილისგან შედგება:
-
წაკითხულის გააზრება: მოცემული ტექსტების საფუძველზე დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
-
ლოგიკური მსჯელობა: აბსტრაქტული და ანალიტიკური აზროვნების უნარის შემოწმება.
-
რაოდენობრივი მსჯელობა: მათემატიკური ამოცანების ამოხსნა.
-
ანალიტიკური წერა: მოცემულ თემაზე თვალსაზრისის ცხადად, ნათლად ჩამოყალიბება, გარკვეული აზრის დასაბუთება შესაბამისი არგუმენტების მოხმობით, მოცემული მსჯელობის კრიტიკული ანალიზი
ამ ოთხი ნაწილიდან 3-ის ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტი გადადის შემდეგ ეტაპზე.
ეტაპი II: შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები
მას შემდეგ, რაც ჩააბარებ საერთო სამაგისტრო გამოცდას, საბუთებს აგზავნი სასურველ უნივერსიტეტში. თითოეული უნივერსიტეტი ატარებს საკუთარ გამოცდებს, რაც მოიცავს:
-
გამოცდა სპეციალობაში: ეს შეიძლება იყოს როგორც წერითი, ისე ზეპირი გამოცდა, რომელიც ამოწმებს თქვენს ცოდნას იმ პროგრამის მიმართულებით, რომელზეც აბარებთ. მაგალითად, სამართლის პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, შესაძლოა მოგიწიოთ სამოქალაქო ან კონსტიტუციური სამართლის ტესტის ჩაბარება.
-
გამოცდა უცხო ენაში: უცხო ენის ცოდნის დონის დადგენა (ხშირად ინგლისური ენის). თუ გაქვთ აღიარებული სერტიფიკატი, ეს გამოცდა შესაძლოა არ დაწეროთ.
-
გასაუბრება: უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გასაუბრება, სადაც განიხილება თქვენი მოტივაცია და კვლევითი ინტერესები.
გირჩევთ, წინასწარ გადაამოწმოთ ყველა დეტალი იმ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც სწავლის გაგრძელება გსურთ.
ქვემოთ მოცემულია 2023-2025 წლებში სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაციიდან გრანტების სიის გამოქვეყნებამდე მნიშვნელოვანი თარიღები.
2025 წელი | 2024 წელი | 2023 წელი | |
რეგისტრაცია |
5.03 10:00 2.04 18:00 |
4.03 10:00 4.04 18:00 |
2.03 10:00 4.04 18:00 |
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა | 20.06 11:00 | 20.06 10:00 | 22.06 10:00 |
გამოცდის თარიღი |
21-22 ივლისი I და II სესია |
17-18 ივლისი I და II სესია |
27-28 ივლისი I და II სესია |
პირველადი შედეგების გამოქვეყნება | 13.08 | 12.08 | 19.08 |
აპელაცია |
14.08 10:00 18.08 18:00 |
13.08 10:00 15.08 18:00 |
21.08 10:00 23.08 18:00 |
აპელაციის შედეგები |
1.09 |
26.08 | 04.09 |
გათანაბრებული ქულები |
1.09 |
29.08 | 05.09 |
გრანტები |
? (სავარაუდოდ 27-28 ოქტომბერი) |
28.10 | 26.10 |
წყარო: მომზადებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით
ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე
იყავი ინფორმირებული!