ჩვენი ამბავი წილადებზე

წილადები მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან ისინი გვაძლევენ საშუალებას ზუსტად განვსაზღვროთ, გავზომოთ და გავყოთ რესურსები, დრო, ფული და სხვა მრავალი რამ. მათემატიკის მასწავლებლის დავალება იყო მოგვეფიქრებინა აქ მოცემულის მსგავსი (წილადები ყოველდღიურ ცხოვრებაში) მოგონილი ან რეალური ამბავი.
ჩვენი ამბავი ასეთი გამოვიდა:
დედა, თამარი და ლუკა
დედამ მე და ჩემ დას 90-90 ლარი მოგვცა და გვითხრა:
-ამ ფულით სკოლისთვის ტანსაცმელი უნდა იყიდოთ.
თამარმა თანხის 2/3 ნაწილით ფეხსაცმელი შეიძინა, ხოლო 1/5 ნაწილით კი კაბა. ლუკამ 2/5 ნაწილით შარვალი, ხოლო დარჩენილი თანხის ნახევრით პერანგი იყიდა.
-დარჩენილი თანხით ფეხსაცმელს ვიყიდდი, მაგრამ 15 ლარი დამაკლდა. -თქვა მწუხარებით საყიდლებიდან დაბრუნებულმა ლუკამ.
-მე დაგეხმარებოდი, მაგრამ არ დამრჩა საკმარისი თანხა. ამ თანხით მოხუცთა თავშესაფარს დავეხმარები.
-კარგი იდეაა, მეც დარჩენილ თანხას მოხუცთა თავშესაფარს მივცემ.
დედა შვილების საუბრით კმაყოფილი დარჩა.
ჩვენ ამ ამბის გასააზრებლად შემდეგი კითხვები დავსვით:
იყავი ინფორმირებული!