* მიმდინარეობს საიტის ეტაპობრივი განახლება!  
წილადები ყოველდღიურ ცხოვრებაში
    0    

ნინი ყოველთვის ძალიან კონცენტრირებული იყო სწავლაზე, თუმცა რაღაც თემები ხშირად უჭირდა. იმ დღეს მასწავლებლმა კლასს ნაწილებზე ამოცანები გააკეთებინა. გაუგებარი აღმოჩნდა როდის უნდა ეპოვნა რიცხვის რაიმე ნაწილი, რიცხვი რიცხვის რა ნაწილი იყო ან რიცხვი, რომლის რაღაც ნაწილი უკვე ცნობილი იყო. „რატომ არ მესმის?!“ – გაიფიქრა, როცა გაკვეთილი დასრულდა, სახლში დაბრუნებული კი ისევ იმაზე ფიქრობდა, როგორ გაეგო ეს ყველაფერი. 

-რასაც დღეს ვერ გააკეთებ, შეიძლება ხვალ გამოგივიდეს. – უთხრა დედამ. -მახსოვს, როცა პატარა ვიყავი და წილადები პირველად ვისწავლე, მეც ასე ვიყავი. არაფერი გამომდიოდა. მაგრამ, როდესაც უფრო მტკიცედ გავაგრძელე მუშაობა, მივხვდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ რიცხვები. ეს იყო ფაზლი, რომელსაც დაკვირვებული თვალით უნდა შეხედო. მახსოვს ჩემი და გოგი პაპას ერთი ასეთი ამბავი:

ერთხელ მე და გოგი პაპა ვაშლის მოსავალს ვიღებდით და გასაყიდად ყუთებში ვაწყობდით

-პაპა, რამდენი კილოგრამი ვაშლი იქნება აქ? -შევეკითხე გოგი პაპას.

-თუ ვაშლს 1 კგ-ს 2 ლარად გავყიდი და მიღებული ფულის 1/5-მოგცემ, მე 200 ლარი დამრჩება.

მე გარკვეული ფიქრის შემდეგ ვუთხარი:

-პაპა, რა იქნება, იმ ფულიდან 25 ლარი ახლავე მომცე. ეს დაპირებული ფულის 1/2 იქნება.

პაპა ჩემი პასუხით კმაყოფილი დარჩა და კიდევ შემეკითხა:

-თუ მეტყვი ამ ერთ ყუთში რამდენი კილოგრამი ვაშლია, მე იმ ფულს ახლავე მოგცემ.

-ამ ოთხ ყუთში თანაბარი ვაშლი რომ ვიგულისხმო, ნატურალური რიცხვი არ არის.

პაპამ შემაქო, ძალიან მოეწონა ჩემი პასუხები. ხომ გახსოვს ნინი გოგი პაპა?

ახსოვდა ნინის გოგი პაპა, როგორ უყვებოდა საოცარ ამბებს...

დედამ ამ ამბის გასააზრებლად შემდეგი კითხვები დასვა:

რა თანხას შემპირდა გოგი პაპა?
რა თანხის აღებას გეგმავდა გოგი პაპა ვაშლის გაყიდვიდან?
რამდენი კილოგრამი ვაშლის გაყიდვას გეგმავდა გოგი პაპა?
რამდენი კილოგრამი ვაშლია ერთ ყუთში?
დამავალა მოვიფიქრო მსგავსი მოგონილი ან რეალური ამბავი, მინიმუმ მსგავსი 4 შეკითხვით. თითოეულ შეკითხვაზე პასუხი უნდა გამეცა.

ნინი მიხვდა, რომ დედის სიტყვები უბრალოდ გონივრულ რჩევებს არ წარმოადგენდა – ეს იყო ცხოვრებისეული გამოცდილება.

იმ დღეს ნინის  თითოეული სწორი პასუხი თავდაჯერებულობას მატებდა. 




ავტორი: www.edumeter.ge

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!