გოგის თავგადასავალი რიცხვით ღერძზე
ეს არის ინტერაქციული და სახალისო საგანმანათლებლო თამაში, რომელიც სპეციალურად მოსწავლეებისთვის შეიქმნა. ის წარმოადგენს გართობისა და სწავლის იდეალურ ნაზავს, სადაც პატარა გმირი, გოგი, რიცხვით ღერძზე მოძრაობს და მათემატიკურ ამოცანებს ხსნის. ეს არ არის მხოლოდ შეკრება-გამოკლება; ეს არის ნამდვილი თავგადასავალი, რომელიც ბავშვებს რიცხვების აღქმას უვითარებს და მათემატიკურ აზროვნებას უმაღლებს.
თამაშის აღწერა
-
ყოველ ეტაპზე გოგის ეძლევა მისია - მიაღწიოს რიცხვით ღერძზე კონკრეტულ სამიზნე ობიექტამდე გარკვეული მინიმალური სვლების რაოდენობით.
-
მოთამაშემ უნდა გამოიყენოს შეკრების, გამოკლების ან მოპირდაპირე რიცხვის ღილაკები, რათა მინიმალური სვლების რაოდენობით გადაადგილდეს გოგი საწყისი პოზიციიდან სამიზნე ობიექტამდე. მაგალითად, +5 ნიშნავს 5 ერთეულით მარჯვნივ გადასვლას, ხოლო -5 მარცხნივ 5 ერთეულით გადასვლას.
-
ყოველი მათემატიკური მოქმედება ვიზუალურად აისახება რიცხვით ღერძზე, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, პირდაპირ დაინახოს, როგორ იცვლება მისი პოზიცია.
-
მოსწავლე რეალურ დროში ხედავს, რომ მისი კონკრეტული, მოქმედება (ღილაკზე დაჭერა) პირდაპირ უდრის მათემატიკურ ოპერაციას, რომელიც რიცხვითი გამოსახულების სახით ჩაიწერება.
რატომ უნდა ითამაშოს მოსწავლემ?
-
თამაში ეხმარება ბავშვებს განსაზღვრონ რიცხვებს შორის მანძილი, მათი ურთიერთკავშირი და მიმართულება. ეს ფუნდამენტური უნარი აუცილებელია უფრო რთული მათემატიკური ცნებების ასათვისებლად.
-
თითოეული სვლა გააზრებული უნდა იყოს, დავალებები მოითხოვს დაგეგმვას თითოეული მისიის შესასრულებლად. თამაში ავითარებს დაგეგმვის უნარს, რაც ნიშნავს მიზნების განსაზღვრისა და მათი განხორციელების პროცესის გააზრებას, გულისხმობს ცოდნას, რას გსურს მიაღწიო, როგორ ნაბიჯებად შეიძლება დაიყოს ეს გზა და რა რესურსები გჭირდება მიზნის მისაღწევად.
შეუერთდით გოგის თავგადასავალს და აღმოაჩინეთ, რომ მათემატიკის სწავლა შეიძლება იყოს ყველაზე სახალისო მოგზაურობა!
ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე
იყავი ინფორმირებული!