-მე ხომ მათემატიკოსი და ფიზიკოსი არ გამოვალ და რაში დამჭირდება მათემატიკა?! -კითხვა რომელიც ხშირად მოგვისმენია.
მათემატიკის საჭიროება დიდია, მისი გამოყენება არ ნიშნავს ფორმულებით რამე დაითვალოთ ან ყოველდღიურად ამოცანები ამოხსნათ. მათემატიკა ხელს უწყობს გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას, აიძულებს ტვინს, რომ იყოს მუდმივად ტონუსში. როდესაც სკოლაში წილადისა და ათწილადის შეკრება-გამოკლება შეგიძლიათ, არ ნიშნავს რომ მსგავსი მაგალითების ამოხსნა ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგჭირდებათ. თქვენ იაზრებთ წილადსა და ათწილადს, იღებთ გადაწყვეტილებას, ირჩევთ უმარტივეს გზას წილადისა და ათწილადის შეკრება-გამოკლებისას, წილადებში მოქმედება უფრო მარტივი შესასრულებელია თუ ათწილადებში.
წილადისა და ათწილადის შეკრება-გამოკლების პირდაპირი წესი მათემატიკაში არ არსებობს, საჭიროა შეკრება-გამოკლება ან ათწილადებში შეასრულოთ ან წილადებში. ამ გადაწყვეტილების მისაღებად კი შესაფასებელია წილადის ათწილადად გადაყვანა უფრო მარტივია თუ პირიქით.
ყველა ათწილადი შესაძლებელია ჩაიწეროს წილადად, ხოლო ყველა წილადის ათწილადად, სასრულ ათწილადად, ჩაწერა შესაძლებელი არ არის.
განვიხილოთ მაგალითები:
თითოეული მაგალითის ამოხსნისათვის საჭიროა მივიღოთ გადაწყვეტილება, წილადი გადავიყვანოთ ათწილადად თუ ათწილადი წილადად. როგორც აღვნიშნეთ ყველა წილადის სასრულ ათწილადად ჩაწერა შესაძლებელი არ არის, არადა ათწილადებში შეკრება-გამოკლება უფრო ადვილია ვიდრე წილადებში.
წილადის ათწილადად გადაყვანისას შესაძლოა მივიღოთ: სასრული ათწილადი, წმინდა პერიოდულ ათწილადი ან შერეული პერიოდული ათწილადი.
-
თუ უკვეცი წილადის მნიშვნელს არ გააჩნია 2-სა და 5-საგან განსხვავებული მარტივი მამრავლი, მაშინ წილადი გადაიქცევა სასრულ ათწილადად. მაგალითად, 1/8=0,125; 2/5=0,4; 3/10=0,3.
-
თუ უკვეცი წილადის მნიშვნელი მარტივ მამრავლებად დაშლა არ შეიცავს 2-სა და 5-ს, მაშინ წილადი გადაიქცევა წმინდა პერიოდულ ათწილადად. მაგალითად, 1/3=0,333333...=0,(3); 2/7=0,285714285714285714...=0,(285714); 5/21=0,238095238095238095...=0,(238095).
-
თუ უკვეცი წილადის მნიშვნელის დაშლა სხვა მარტივ მამრავლებთან ერთად შეიცავს თანამამრავლად 2-ს ან 5-ს, მაშინ წილადი გადაიქცევა შერეულ პერიოდულ ათწილადად. მაგალითად, 5/6=0,833333...=0,8(3); 7/12=0,5833333333...=0,58(3); 11/18=0,611111111...=0,6(1).
სასურველია ათწილადად გადავიყვანოთ ის წილადი, რომელიც სასრულ ათწილადად გადაიქცევა. ზემოთ ჩაწერილი სამი მაგალითიდან სასურველია, პირველში შერეული რიცხვი ჩავწეროთ ათწილადად და გამოვთვალოთ:
![]()
დანარჩენ ორ მაგალითში ათწილადი უნდა ჩავწეროთ შერეულ რიცხვად, რადგან მეორე მაგალითში წმინდა პერიოდული ათწილადი მიიღება, ხოლო მესამეში კი შერეული პერიოდული ათწილადი.
ცხოვრებაში ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, ეს სწორი გადაწყვეტილებები ცხოვრებას უნდა გვიმარტივებდეს. მოცემული სამი მაგალითიდან მარტივად ათწილადებში ამოვხსნით მხოლოდ პირველ მაგალითს, ხოლო დანარჩენი ორი მაგალითი წილადებში უნდა ამოვხსნათ.
მათემატიკა გვაჩვევს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, ალბათ ბევრჯერ მცდარ პასუხებსაც მივიღებთ, მაგრამ სჯობს მათემატიკურ ამოცანებში სწორი პასუხების მოლოდინი, ვიდრე შემდგომში დაფიქრება იმაზე, მივიღეთ თუ არა სწორი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები, გზა ურმის გადაბრუნდებისას არ უნდა გამოჩნდეს.
აინშტაინს მხოლოდ იმ ფოტოთი არ უნდა ვცნობდეთ ენა რომ აქვს გამოყოფილი, ნიუტონს - ვაშლის თავზე დაცემით, ადამიანს - გარეგნობით და ჩაცმულობით, ვიღაც უბრალოდ ელოდებოდეს და არც იცოდეს რას. უნდა იმოქმედო და პოულობდე სწორ გადაწყვეტილებებს. თითოეული ჩვენგანი გადაწყვეტილებების მიღებისას ვირჩევთ რამე ვარიანტს, ხდება როცა ''სხვა გზა არ მქონდა"-ს ვამბობთ, თუმცა სხვა შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, ალბათ უკეთესიც.