ვაქციოთ მათემატიკა ბავშვის საყვარელ თამაშად

წარმოგიდგენთ ინტერაქტიულ საგანმანათლებლო თამაშს, რომელიც ცნობილი სატელევიზიო შოუს, "ვის უნდა 20 000"_ის პრინციპზეა აგებული. ეს არის ვებ-აპლიკაცია, სადაც წამყვანთან ერთად 20 საფეხურიანი გზაა მთავარ პრიზამდე. 

თამაში ფარავს მათემატიკის ფუნდამენტურ მოქმედებებს:

არითმეტიკული ოპერაციები: 

  • შეკრება და გამოკლება;
  • გამრავლება და გაყოფა;
  • ახარისხება (ხარისხში აყვანა).
  • დადებითი და უარყოფითი მთელი რიცხვები

შეზღუდული დროის გამო, (შესაძლებელია არჩევა: 15, 30, 45, 60 წამი) მოთამაშე ეჩვევა რიცხვებზე მოქმედებების გონებაში სწრაფად შესრულებას.

უარყოფითი რიცხვები: თამაშს აქვს სპეციალური რეჟიმი, რომელიც რთავს უარყოფით რიცხვებს, რაც მოსწავლეს ეხმარება მთელ რიცხვებზე მოქმედებების ათვისებაში (მაგ: -5 + 8 ან 10 - 20).

დახმარების ღილაკები: 50:50, დარბაზის დახმარება, ზარი მეგობართან სტრატეგიული გამოყენება ავითარებს კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარს.

თამაშის მთავარი უპირატესობა: პარამეტრების მენიუ საშუალებას გაძლევთ მოარგოთ სირთულე ნებისმიერ ასაკს:

  • 6-8 წელი (დაწყებითი კლასები): აირჩიეთ მხოლოდ შეკრება-გამოკლება და რიცხვების ლიმიტი 10 ან 20. ეს იდეალურია მათთვის, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს მათემატიკაში.

  • 9-12 წელი (შუა კლასები): ჩართეთ გამრავლება, გაყოფა და გაზარდეთ ლიმიტი 100-მდე ან 10 000-მდე.

  • 13+ წელი და მოზარდები: ჩართეთ ახარისხება, უარყოფითი რიცხვები და შეამცირეთ დრო 15 წამამდე. შეგიძლიათ გაზარდოთ ლიმიტი 1 000 000-მდე. ეს რეჟიმი საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს უფროსებისთვისაც კი!

  • მოთამაშეს შეუძლია შეიყვანოს სახელი და აირჩიოს პერსონაჟი (ბიჭი/გოგო).

  • სირთულის მართვა: თქვენ ირჩევთ მოქმედებებს, რიცხვების დიაპაზონს (5-დან 1 000 000-მდე) და ფიქრის დროს (15-დან 60 წამამდე).

დახმარებები:

  • 50:50 - აქრობს ორ არასწორ პასუხს.
  • ზარი მეგობართან - "მეგობარი" გკარნახობთ სავარაუდო პასუხს.
  • დარბაზის დახმარება - გამოდის დიაგრამა, თუ რას ფიქრობს აუდიტორია.

ადაპტური დიზაინი: თამაში იდეალურად მუშაობს როგორც კომპიუტერზე, ისე მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებზე.

ეს თამაში არის საუკეთესო გზა, რომ ბავშვმა შეიყვაროს მათემატიკა და "მეცადინეობა" სახალისო პროცესად აქციოს!


გამოსასვლელად კომპიუტერზე ESC, მობილურზე ღილაკი უკან (Back) / ქვემოთ ჩამოსმა

ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!
* კეთილი იყოს თქვენი მობრძანება edumeter.ge-ზე — თავისუფალი აზროვნებისა და ელექტრონული ტესტირების პლატფორმაზე! | 🎓 გაიარეთ გამოცდების უფასო მოდელირება და შეამოწმეთ ცოდნა სადიაგნოსტიკო ტესტებით. | 🧮 ისარგებლეთ ეროვნული ან სამაგისტრო გრანტისა და მასწავლებლის ხელფასის ზუსტი კალკულატორებით. | 📊 გაიმარტივეთ სასწავლო პროცესი მზა სასკოლო რესურსებითა და კათედრის ანგარიშების მართვის სიახლეებით. | 🎮 ისწავლეთ ხალისით — აღმოაჩინეთ საინტერესო სტატიები და შემეცნებითი თამაშები. | 💡 გახადეთ სწავლა თავგადასავალი!