რომაული რიცხვები
0
XX. IX. MMXVII
20.09.2017
ადამიანს უძველესი დროიდან უწევდა სხვადასხვა საგნების დათვლა. ამის გამო, სავარაუდოდ, თავდაპირველად თვლის უნარული სისტემა შეიქმნა, სადაც რიცხვები აღინიშნებოდნენ შესაბამისი რაოდენობის ხაზებით. ცხადია, რომ თვლის ასეთი სისტემა ფრიად მოუხერხებელია დიდი რიცხვების ჩასაწერად და მათზე თუნდაც შეკრება-გამოკლების ოპერაციათა ჩასატარებლად, ამიტომ დროთა განმავლობაში შეიქმნა სხვადასხვა სახის თვლის სისტემები, რომლებიც საბოლოო ჯამში, ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: პოზიციური და არაპოზიციური.
თვლის არაპოზიციურ სისტემებში ციფრის წონა დამოკიდებული არაა მის პოზიციაზე. თვლის ასეთი სისტემის ნიმუშია რომაული სისტემა. რომაულ სისტემაში ციფრებად გამოიყენება შემდეგი სიმბოლოები:
I-(1)
V-(5)
X-(10)
L-(50)
C-(100)
D-(500)
M-(1000)
რიცხვის მნიშვნელობა განისაზღვრება როგორც მასში შემავალი ციფრების ჯამით ან სხვაობით. თუ სიდიდით ნაკლები ციფრი დგას მეტი ციფრის მარცხნივ, მაშინ ის აკლდება, ხოლო თუ მარჯვნივ დგას - მაშინ ემატება.მაგალითად, რიცხვი ოცდაერთი რომაულად ასე ჩაიწერება - XXXI. ციფრ X-ს სამივე პოზიციაში ერთი და იმავე მნიშვნელობა აქვს: ათი, ხოლო მარჯვნივ მდგომი ერთიანი ემატება ათიანების ჯამს. რომ ყოფილიყო IXXX, მაშინ გვექნებოდა 29-ის ჩანაწერი.
მაგალითები:
LXVIII = 50+10+5+3 = 68.
LX = 50+10 =60.
XL = 50-10=40.
XVIII = 10+5+3 = 18
კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.