* საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!  
რა განსხვავებაა რიცხვსა და ციფრს შორის?
   0    
ციფრია 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 რიცხვია 10 11 12 13 14 15 და ა.შ

აი რა ვიპოვე ინტერნეტში კითხვაზე ,,რა განსხვავებაა რიცხვს და ციფრს შორის?"

ალბათ ბევრი თქვენგანი ეთანხმებით, მაგრამ გირჩევთ წაიკითხოთ ეს სტატია.
 
 
ციფრი  — ნიშნების სისტემა, რიცხვების ჩასაწერად. სიტყვა „ციფრი" დაკონკრეტების გარეშე ნიშნავს შემდეგი ათი ნიშნიდან ერთ-ერთს: 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 (ე.წ. „არაბული ციფრები"). ციფრების კომბინაციით კი მიიღება რიცხვი.
რიცხვი, ეს ზოგადი გამოთქმაა, ის ბევრი სახის არსებობს. მაგ. ნატურალური რიცხვი ანუ თვლის შედეგად მიღებული რიცხვები და ა. შ.
 
2x-3=2 
ალბათ გაგიკვირდებათ და ასეთ უმარტივეს მაგალითს არ აქვს ამონახსნი...
....(თუ რატომ ამას ბოლოს დავწერ!)
რიცხვები არსებობს შემდეგი სახის:
1. ნატურალური
2. მთელი
3. რაციონალური
4. ირაციონალური
5. ნამდვილი
6. კომპლექსური (ასეთ რიცხვებს სკოლის მოსწავლეები არ სწავლობენ, მაგრამ კარგი იქნება თუ მოსწავლეს წარმოდგენა შეექმნება ასეთ რიცხვებზე)
 
2 არის ციფრიც და რიცხვიც, კერძოდ: ციფრი, ნატურალური რიცხვი, მთელი რიცხვი, რაციონალური რიცხვი, ნამდვილი რიცხვი, კომპლექსური რიცხვი.
 37 არის რიცხვი და არ არის ციფრი
 
დავუბრუნდეთ 2x-3=2 განტოლების ამოხსნას. როგორც ვთქვით ასეთ უმარტივეს მაგალითს არ აქვს ამონახსნი...
ვერ დავასახელებთ ისეთ ნატურალურ რიცხვ x-ს რომელიც ამ განტოლებას აკმაყოფილებს
ამ განტოლებას ამონახსნი არ აქვს ნატურალურ რიცხვებში
2x-3=2
2x=5
x=2.5
2.5 არ არის ნატურალური რიცხვი

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!