* მიმდინარეობს საიტის ეტაპობრივი განახლება!  
ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს

ჩეხ პედაგოგსა და განმანათლებელს ოქროს კანონად მიაჩნდა პირობა, რომ ,,მოსწავლეებს უნდა მიეცეთ უფლება, შეიგრძნონ ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია შეიგრძნონ შეგრძნების დონეზე“. შეგრძნებით აღქმა ხუთი გრძნობის საშუალებით ინფორმაციის მიღების პროცესია. 

სწავლის სტილი არის კოგნიტური და ქცევითი სქემა, რომელიც მეორდება  სხვადასხვა დროს სხვადასხვა დავალებაზე მუშაობისას, დაფუძნებულია თითოეული ინდივიდის აღქმის სხვადასხვაგვარობაზე და არის მნიშვნელოვანი, რადგან თუ მოსწავლე სწავლის სტილის ძლიერ მხარეს იყენებს, ის უფრო ეფექტურად ეუფლება ცოდნას. 

უოლტერ ბარბიმ და რეიმონდ სვასინგმა შექმნეს მოდელი, რომელიც კონცეტრირებულია სწავლის აუდიტორულ, ვიზუალურ და კინესთეტურ მოდალობაზე. 


აუდიტორული 
- ახასიათებს ფიქრის დროს ხმამაღლა აზრების გამოთქმა; 
- კარგად იმახსოვრებს საკუთარი აზრების მოსმენით; 
- მოწადინებულია დაზეპირებასა და გამეორეობაზე; 
- დავალების შესრულებისას მოითხოვს სიჩუმეს; 

ვიზუალური 
- კარგად იმახსოვრებენ და იაზრებენ ვიზუალურ ინფორმაციას; 
- საუბრის დროს წარმოიდგენენ ხატოვნად ; 
- კითხვის დროს ნიშნავენ ტექსტს; 
- სწავლაში ეხმარება თვალსაჩინოებები ; 

კინესთეტური 
- აქტიურად იყენებს მსხვილ და ნატიფ მოტორიკას; 
- უჭირთ გაკვეთილზე ხანგრძლივად უმოძრაოდ ჯდომა;
- ბევრად მეტს სწავლობენ, როდესაც მშვიდად არ სხედან; 
- კარგად სწავლობს კეთების პროცესში;


პირობითად, 30 ბავშვიან კლასში დაახლოებით 22 ბავშვს ყველა მოდალობა სათანადო დონეზე აქვთ განვითარებული, 4-6 ბავშვი “ტრანსლიატორია”, უწევს მასწავლებლის ნათქვამის “თავის ენაზე” თარგმნა, ხოლო 2-4 ბავშვს შესაძლებელია კიდევ სხვა დამატებითი პრობლემები ჰქონდეს. 
დაწყებითი კლასის მასწავლებლები უნდა დაეყრდნონ წამყვან მოდალობებს და თანდათან უზრუნველყონ სხვა მოდალობებზე გადართვა. მაღალ კლასებში მასწავლებელმა მოსწავლეს მასალა უფრო განვითარებული მოდალობის შესატყვისად უნდა მიაწოდოს, მოახდინოს პოლიმოდალობის განვითარება და ამისათვის წამყვანი მოდალობის საყრდენად გამოყენება უნდა მოხდეს.



ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე. საგანმანათლებლო რესურსი შექმნილია 2020-2021 სასწავლო წელს თსუ-ის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დროს.

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!