* საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!  
პროფესია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა ჩვენამდე მოიტანა
   0    

1886 წლის 4 იანვარს (შაბათს) გაზეთი "ივერია" იუწყებოდა: "რადგანაც ქართველთ ასოთ ამომწყობთ ჩვეულებათ ჰქონიათ ახალ-წლის მეორე დღე იდღესასწაულონ და ჩვენ ვერა გზით ვერ მოვაშლევინეთ, გუშინდლისათვის დანიშნული ნომერი დღეს გამოვიდა."

ამ პროფესიის ადამიანთა შრომის შედეგია წლების მანძილზე ბიბლიოთეკებში ნაგროვები წიგნები, გაზეთები, ჟურნალები.  ახლა რომ უკვე ციფრულ ბაზებში იყრიან თავს. ურთულესი პროფესიაა!   სტამბაში წიგნის ბეჭდვის მთელი გზა მიმდინარეობს. გრძელი ხაზი, სადაც წიგნების ყდები "მორბის". ასოები ამოტვიფრულია უკუღმა, სარკულად,  ლითონზე. 


როგორ დაიწყო ყველაფერი?!

იყო დრო, როცა ადამიანები ისხდნენ და ბატის ფრთით ვეებერთელა წიგნებს  წერდნენ. წლობით წერდნენ. მთელი დღე იჯდა  და ასოს ასოზე აკოწიწებდა. მივიდოდა ახალ თავამდე და აქ კი ისეთ ასომთავრულს გამოიყვანდა, რომ თვალს ვერ მოაშორებდი. დახედავ ზოგიერთ ძველებურ წიგნს და არ გჯერა: ნუთუ ეს ყველაფერი ხელით არის გაკეთებული?!

მოისაზრა ერთმა ადამიანმა, გვარად გუტენბერგმა, 500 წელზე მეტი ხნის წინ. მან ამობურცული ასოები ამოჭრა, გაამწკრივა ისე , რომ სიტყვა გამოსულიყო, წაუსვა საღებავი და ქაღალდით დააწვა. სიტყვა დაიბეჭდა. საინტერესოა როგორ ბეჭდავდნენ ადრე, ნუთუ ყოველი ასოს ბოლოში ჰკიდებდნენ ხელს, ჩააწებდნენ საღებავში და მერე სათითაოდ, სიტყვის შესაბამისად, ასო-ასოს მიყოლებით ურტყამდნენ ქაღალდს? ეს საშინლად მოსაწყენი საქმე იქნებოდა, როგორც არ უნდა ეცადოთ ირიბი მიხვეულ-მოხვეული ხაზები გამოგივათ. 1886 წელს კი ივერიის ამ ნომრის ასობით ეგზემპლარი მაინც იბეჭდებოდა. სტამბა სწორედ იმით არის კარგი, რომ ის ასი ათასობით ასეთ გაზეთს დაბეჭდავს და ამასთან სწრაფადაც.

 


წყარო: 1886 წლის 4 იანვრის გაზეთი "ივერია";
ბორის ჟიტკოვი "მოთხრობები ტექნიკაზე".

ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!