* საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!  
გავხადოთ მათემატიკა უფრო საინტერესო

არსებობს ლევ ტოლსტოის ძალიან ლამაზი და აღმზრდელობითი შინაარსის აფორიზმი:
„ადამიანი წარმოადგენს წილადს, რომელშიაც მრიცხველი არის ის, თუ რას წარმოადგენს ადამიანი, ხოლო მნიშვნელი ის, თუ რა წარმოდგენის არის ის საკუთარ თავზე".
ვიცით, რომ რამდენჯერაც მეტია მნიშვნელი მრიცხველზე, იმდენჯერ ნაკლებია წილადი. სასაუბროდ ცოტა უცნაური თემა ავირჩიე არა? უბრალოდ ძალიან ძალიან საინტერესოა მათემატიკა და გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს. ვინც მათემატიკა იცის ის სულ სხვაგვარად აზროვნებს, გავიცნოთ უკეთ მათემატიკა...

მათემატიკის უკეთ გასაცნობად საჭიროა სწორი მიდგომა, ასაკის შესაბამისად მივაწოდოთ ბავშვებს ის ინფორმაცია, რაც მათ უფრო დააინტერესებს და ინტერესს გაუჩენს ახლის ძიებისა. მათემატიკა ბევრს ეჯავრება და მთავარი პრობლემა სჩანს კითხვიდან: - რაში გამოგვადგება მათემატიკა?
მათემატიკა ყველგანაა. ადამიანი ცხოვრების პირველივე წლიდან მოხუცებულობამდე მუდმივ კონტაქტშია ციფრებთან. ჩვეულებრივ, გვახსენდება რა რიცხვია დღეს, რომელ საათზე უნდა წავიდეთ სასწავლებელში ან სამსახურში, ან როდის აჩვენებენ საყვარელ სატელევიზიო გადაცემას, რა ღირს სასურველი ნივთი, როდის აქვს მეგობარს დაბადების დღე და ა.შ . ერთი სიტყვით, თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად გვიწევს მათემატიკასთან შეხება.
-როგორ უნდა გვასწავლონ მათემატიკა, თუკი ის ასე გვჭირდება?
-უფრო საინტერესოდ. ყოველი ახალი თემა უნდა იყოს ცხოვრებისეული ფაქტებით გამყარებული, მაგალითები მარტივი, შემდეგ კი უფრო რთულები. თუ ამოხსნები კარგი რიცხვებია და არა ცუდი რიცხვები (როგორც მოსწავლეები უწოდებენ) უფრო საინტერესო ხდება ამოცანების ამოხსნა. ტესტები არაა მისაღები ფორმა, უფრო სააზროვნო და ღია კითხვები. სახელმძღვანელო მათემატიკაში შედგენილი უნდა იყოს, ინტერესის გაღვივებისათვის და არა უბრალოდ ამოცანებისა და თეორიის ერთობლიობა, სწორად შედგენილი წიგნი კი მათემატიკური აზროვნების მშენებლობაში საუკეთესო საწინდარია.
მათემატიკა მართლაც მეცნიერების დედოფალია, როგორც მას კარლ ფრიდრიხ გაუსმა უწოდა. ის ყოველ წამსსა და წუთს გვესაჭიროება. მათემატიკა არის ნებისმიერი ადამიანის თანამგზავრი ცხოვრებაში. ძალიან მიყვარს ეს საგანი, ალბათ სკოლამაც გამოიწვია, ის ხომ დიდ როლს თამაშობს ჩვენს პირველ ნაბიჯებში, განსაკუთრებით მასწავლებელი.

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
edumeter
edumeter
28 დეკემბერი 2024 20:59

გენიალურია, მადლობა ავტორს