* საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!  
მათემატიკა VII-XII

გთავაზობთ მათემატიკის სადიაგნოსტიკო ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ გამოავლინოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები.

მოემზადეთ საინტერესო ამოცანებისთვის, რომლებიც მოიცავს ალგებრას, გეომეტრიას და ლოგიკურ აზროვნებას. 


ტესტი შედგება 7 დავალებისაგან:

I და II დავალებას აქვს რამდენიმე სწორი პასუხი.

I დავალებაში თქვენ უნდა შეარჩიოთ სწორი მოსაზრებები, ხოლო II დავალებაში ორ რიცხვთა სიმრავლეს შორის მსგავსება.

III დავალებაში უნდა განსაზღვროთ ალგებრული გამოსახულების ნატურალურ მნიშვნელობათა რაოდენობა.

IV დავალებაში ასარჩევია გარკვეულ პირობებში ორი რიცხვის ჯამისა და მათი ნამრავლის დამოკიდებულება.

V დავალებაში დასადგენია რამდენი ორნიშნა ნატურალური რიცხვი აკმაყოფილებს მოცემულ თვისებას.

VI დავალებაში გასარკვევია ფარენგეიტსა და ცელსიუსის გრადუსს შორის კავშირი.

VII დავალებაში აღწერილი დამოკიდებულებით უნდა გამოთვალოთ რამდენ წამში დაეშვება სპორტსმენი დედამიწაზე და პასუხი ჩაწეროთ უჯრაში.


გისურვებთ წარმატებას!



კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!