ძნელია არ გიყვარდეს, როცა მათემატიკაც და ბუნებაც სიყვარულის მოტივატორია
ვუყვარვარ, არ ვუყვარ, ვუყვარვრ, არ ვუყვარვარ . . . და ა. შ. გვირილის სრულ ფოთოლგაცვენამდე განმეორებული სიტყვები, რომლებსაც სიყვარულის ალბათურ დადასტურებასთან მივყავართ.
ფაქტია, გვირილის ფოთლების რაოდენობა მათემატიკურ კანონზომიერებას ემორჩილება. მათი რაოდენობა ფიბონაჩის მმდევრობის რიცხვების ტოლია. ეს არის მიმდევრობა, რომლის ყველი მომდევნო წევრი წინა ორის ჯამს წარმოადგენს 0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13, 21, 34, 55, 89....
ასე რომ, თუკი ჩვენ გვირილის ფოთოლგაცვენას იმედიანად სიტყვით ,,ვუყვარვარ'' ვიწყებთ, დიდი ალბათობით ისევ ,,ვუყვარვარ '' სიტყვით დავასრულებთ.
კენტ-ლუწობის ძალით სიტყვა ,,ვუყვარვარ'' კენტ ადგილზე დგას და გვირილასაც ფოთოლთა რაოდენობად ფიბონაჩის მიმდევრობიდან უმეტესად კენტი რიცხვების რაოდენობა (21) აქვს აღებული.
ძნელია არ გიყვარდეს, როცა მათემატიკაც და ბუნებაც სიყვარულის მოტივატორია