* საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!  
თუ გინდათ, რომ შეუძლებელი შეძლოთ
    0    

ადამიანის გონება საოცარია. ის ნებისმიერ სირთულეს დაგვაძლევინებს, თუ გვეცოდინება  ის პრინციპები, რომლითაც ჩვენი ტვინი მუშაობს. მისი საშუალებით წარმოუდგენელი მწვერვალების დაპყრობა შეგვიძლია, მივაღწიოთ სასურველ მიზნებს. 

გაგაცნობთ 10 ფაქტს თქვენი გონების  (ტვინის) შესახებ:

1. ტვინისთვის რეალობასა და წარმოსახვას შორის განსხვავება არ არსებობს – ტვინი ყველანაირ ფიქრსა და ფანტაზიაზერეაგირებს. მისთვის რ არსებობს ზღვარი რეალურსა და წარმოსახულს შორის, ამიტომაცაა, რომ ბედნიერი (ან შეყვარებული) ადამიანი სამყაროს ვარდისფერი სათვალით ხედავს.

2. გონებრივი სამუშაო ტვინს არ ღლის – გონებრივი მუშაობის დროს ის არ იღლება, პირიქით ის უფრო და უფრო იწრთობა. ტვინის დაღლილობა ჩნდება უარყოფითი ემოციების გამო.

3. ტვინი ავტომატურად მუშაობს – აწმყოს ანუ დღევანდელი ფიქრების ნახევარზე მეტი გუშინდელ დღესთან არის კავშირში. პესიმისტებისთვის რთულია სამყაროს აღქმის შეცვლა, რადგან მათ სჭირდებათ გონების „გასუფთავება“ გუშინდელი არასასურველი ინფორმაციებიდან იმისთვის, რომ რეაგირება ადვილად მოახდინონ პოზიტიურ საკითხებზე.

4. ჩვენ ვხედავთ იმას, რაზეც ვფიქრობთ – თუ პარიზში მოგზაურობაზე ოცნებობთ, თქვენ ამჩნევთ გარშემო მხოლოდ ისეთ რაღაცეებს, რაც ამ ქალაქს გაგახსენებთ. სამყაროს აღქმის შეცვალა თუ გსურთ, ასევე უნდა შეცვალოთ ფიქრები.

5. ტვინს კუნთების მსგავსად, ვარჯიში სჭირდება – სწავლა, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი კვება, ძილი, ახალ ადგილებში მოგზაურობა, ახალი აქტივობები, ცეკვა აუცილებელია გონების გავარჯიშებისთვის.

6. გონება არასოდეს ისვენებს – მაშინაც კი, როცა გძინავთ, გონება აქტიურად მუშაობს. უფრო მეტიც, ძილის დროს ტვინი შეიძლება უფრო აქტიურად მუშაობდეს.

7. გონების გათიშვა ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – აქტიური დასვენება ტვინისთვის ყველაზე სასარგებლო და რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. უამრავი არასასურველი, ნეგატიური აზრი განდევნისათვის, გვჭირდება რომ ზოგჯერ „გავთიშოთ“ გონება, შევისვენოთ. 

8. ზოგიერთი ფაქტის დავიწყებით ნერვული სისტემა უფრო მოქნილი ხდება – იმისთვის, რომ „შეინახოთ“ ახალი ისეთი მოგონებები, რომლებიც წარსულში განცდილს რაიმეთი ეწინააღმდეგება, აუცილებელია რომ ზოგიერთი მოგონება ამოიგდოთ გონებიდან.

9. ტკივილის მიმართ ტვინი არ არის სენსიტიური – ტვინი რეაგირებს ტკივილზე, მაგრამ ვერ გრძნობს მას, რადგანაც ტვინში შესაბამისი რეცეპტორები ნაკლებადაა.

10. შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი გონება – ნებისმიერი ახალი აქტივობა ჩვენს ტვინში ქმნის ახალ ნერვულ კავშირებს. გაიმეორებთ ხშირად ფრაზა „მე ვიქნები წარმატებული“, და გონება, თქვენი ტვინი, თავად მოგცემთ შესაძლებლობას, რომ  საკუთარი სურვილების რეალიზება მოახდინოთ და დასახულ მიზანს მიაღწიოთ. ეცადეთ მხოლოდ ფრაზა „მე ვიქნები წარმატებული“ არ იმეოროთ, სურვილს თქვენც შეუწყვეთ ხელი რომ აგიხდეთ! 

წყარო: მომზადებულია brightside.me_ის მიხედვით

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!