ვისწავლოთ მათემატიკა მარტივად
მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც ტექნიკურ აზროვნებას აყალიბებს და მისი ცოდნა მეტ-ნაკლებად ყველასთვის აუცილებელია. ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვებს უჭირთ მისი გაგება და ამის გამო საერთოდ უარს ამბობენ მის სწავლაზე.
სტატიაში გთავაზობთ 7 გზას იმისთვის, თუ როგორ ვისწავლოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა მათემატიკაში:
1. როდესაც არ გესმით რაიმე საკითხი, მოახდინეთ მასზე ფოკუსირება მანამ, სანამ სრულად არ გაიგებთ და არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდეთ მომდევნო საკითხზე.
ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლე ტოვებს იმ თემას/საკითხს რომელიც არ ესმის და გადადის მომდევნოზე - ეს დაუშვებელია! მათემატიკის სწავლა ძალიან გავს კითხვის სწავლას - ვერსადროს წაიკითხავ, თუ რომელიმე ასოს სწავლა არ შეგიძლია/ ან გამოტოვე. ასეა მათემატიკაშიც, ყველა საკითხი სხვა საკითხიდან გამომდინარეობს.
2. გამოიყენეთ მაგალითები და ხშირად შეადარეთ პასუხების ფურცელს თქვენი პასუხები.
ნებისმიერ საგანს, განსაკუთრებით კი მათემატიკას სჭირდება პრაქტიკა. აკეთეთ ბევრი მაგალითი, მოცემული მაგალითის დახმარებით და ხშირად ამოწმეთ რამდენად სწორად აკეთებთ მას.
3. როდესაც იწყებთ მაგალითის კეთებას, არ ცადოთ მისი გონებაში ამოხსნა. დაწერეთ ფურცელზე!
ეს ხდება ყოველდღე. თითქმის ყველა ცდილობს ამოხსნას ზეპირად - ეს კი ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე კარგია. როდესაც ვიწყებთ წერას - პრობლემის მოგვარება ხდება თანმიმდევრული, რაც აადვილებს მის ამოხსნას. ხოლო ზეპირად ამოხსნისას თანმიმდევრობა ირღვევა და რეალურად არსებულ პრობლემაზე გართულებულ პრობლემას ვაწყდებით.
4. ეცადეთ მშვიდ გარემოში ისწავლოთ.
მათემატიკას სჭირდება გონების განსაკუთრებული ჩართულობა, გარემოზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. მაქსიმალურად ეცადეთ ისწავლოდ სიჩუმეში, განმარტოვებით.
5. წერეთ მათემატიკა კალმით.
ეს საკმაოდ მარტივი რჩევაა - გამოიყენეთ ფანქარი, რომელიც იშლება. შეცდომის დროს კალმით დაწერილის წაშლა ვერ ხერხდება ამიტომ გვიწევს მის გადახაზვა, რაც ფსიქოლოგიურად უარყოფითად აისახება თქვენი ანალიზისას.
6. არასდროს ისწავლოთ/მოამზადოთ მათემატიკა გვიან ღამით.
შეიძლება, ეს საკმაოდ სასაცილოდაც კი ჟღერს, მაგრამ ასეა. ის რასაც ღამით ვერ გაიგებთ, მეორე დღეს შესაძლოა სრულიად მარტივად გაიგოთ. აქ მთავარია ის, რომ თქვენი გონება იყოს დასვენებული.
7. დაიმახსოვრეთ: მათემატიკის სწავლას სჭირდება დრო და პრაქტიკა!