რაში მჭირდება/დამჭირდება მათემატიკა
0
ფრაზა „ რაში მჭირდება/დამჭირდება მათემატიკა“ , თითქოს მარტივი ახსნა ან აღმოჩენაა იმისა, რომ მათემატიკა არ არის საჭირო. თუმცა მათემატიკის გამოყენების შესაძლებლობებს ბევრი ვერ ხვდება, ის ადამიანის განუყოფელი ნაწილია, იმ წამიდან როცა ის იბადება, მასთან ერთად ჩნდება ციფრები, დაბადების თარიღი, წონა, სიმაღლე და ა.შ.
5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვისწავლოთ მათემატიკა:
ავარჯიშებს გონებას.
მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას.
აიძულებს ტვინს, რომ იყოს მუდმივად ტონუსში.
მათემატიკური ამოცანის ამოხსნისას, ადამიანი აგროვებს მონაცემებს, ეძებს კავშირებს და გზებს საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ეს ყველაფერი ამზადებს გონებას რეალური გადაწყვეტილებების მისაღებად.
საჭიროა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თანამედროვე სამყაროში, მათემატიკა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი ცოდნა საჭიროა ყველა პროფესიაში. მათემატიკაზე ორიენტირებული კარიერა ბევრ შესაძლებლობას იძლევა. უმთავრესია მათემატიკის როლი კაცობრიობის განვითარებასა და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში.
ავითარებს პრობლემის გადაჭრის უნარებს.
მათემატიკაში პრობლემების გადაჭრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რაც გულისხმობს მათემატიკური ცნებებისა და პროცედურების ფლობას, თანმიმდევრულობას, მათ გამოყენებას რეალური ამოცანების გადაჭრისას.
დაგეხმარებათ სამყაროს უკეთ აღქმაში.
სამყაროში, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, მის კავშირებს და შესაძლებლობებს. ყოველდღიურად გვიჩვენებს მათემატიკა.
მაგ. ალგებრის საშუალებით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რამდენად სწრაფად ბინძურდება წყალი, მსოფლიოში რამდენი ადამიანი სვამს ამ წყალს და მათი რა ნაწილი შეიძლება დაავადდეს ყოველწლიურად.
ძლიერი, ლამაზი, ჰარმონიული შენობების უკან კი ყოველთვის დგას გეომეტრია. სტატისტიკა და ალბათობა არის გასაღები მსოფლიოს მრავალი მოვლენის გასაგებად.
გეცოდინებათ „უნივერსალური ენა“.
მათემატიკა არის მსოფლიოში ერთადერთი ენა, რომელიც საყოველთაოდ გასაგებია სხვადასხვა კულტურისა და ენის მქონე ქვეყნებში. 2×2 მთელ მსოფლიოში =4-ს.
კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.