ნამდვილი ალისა: როგორ დაიბადა ამბავი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“

1862 წლის 4 ივლისს, ახალგაზრდა მათემატიკოსი ჩარლზ დოჯსონი, უფრო მეტად კი ცნობილი, როგორც ლუის კეროლი, ავიდა ნავში ადამიანების პატარა ჯგუფთან ერთად ოქსფორდიდან ახლომდებარე ქალაქ გოდსტოუში გასამგზავრებლად. ამ პატარა კამპანიას კი გამიზნული ჰქონდა ჩაის წვეულების გამართვა მდინარის სანაპიროზე.
ჯგუში შედიოდა ლუის კეროლი, მისი მეგობარი რევერენდ რობინსონ დაქვორსი და კეროლის მეგობრის ჰარი ლიდელის შვილები, სამი და – ედისი (8 წლის), ალისა (10 წლის) და ლორინა (13 წლის).
დოჯსონმა, რომელსაც მიანდეს გოგონების გართობა, მოგზაურობის დროს მოიფიქრა ისტორია უცნაურ სამყაროზე, რომელიც სავსე იყო საოცარი არსებებით და ამ ამბის მთავარ გმირს დაარქვა ალისა.

ალისა ლიდლს იმდენად მოეწონა ეს ისტორია, რომ დოჯსონს სთხოვა მისთვის დაეწერა იგი. დოჯსონმა ეს თხოვნა შეუსრულა ალისას და მალე გაუგზავნა კიდეც ხელნაწერი სახელწოდებით „ალისას თავგადასავლები მიწის ქვეშ.“


შემდეგ, ამ ისტორიის ხელნაწერი მოხვდა დოჯსონის კუმირის, ჯორჯ მაკდონალდსის ხელში, რომელმაც იგი თავის შვილებს წაუკითხა. მის შვილებს ისტორია ძალიან მოეწონათ. მოწონებით გამხნევებულმა დოჯსონმა კი შემდეგ შეასწორა ხელნაწერი, შეცვალა სახელწოდება, დაარქვა „ალისას თავგადასავლები საოცრებათა ქვეყანაში“, დაამატა გიჟ მექუდესთან ჩაის სმის სცენა და ახალი გმირი – ჩეშირული კატა. საბოლოოდ ხელნაწერი ორჯერ უფრო დიდი გამოვიდა, ვიდრე ის ვარიანტი, რომელიც მან თავდაპირველად გაუგზავნა ალისა ლიდლს.
1865 წელს, ჯონ ტენიელმა შექმნა ამ ისტორიისთვის ილუსტრაციები, რომელიც წიგნის პირველ ვარიანტებში იქნა გამოყენებული. ისტორიკოსი მარტინ გარდნერი იხსენებს დოჯსონისა და ტენიელის თანამშრომლობის უცნაურ ისტორიას.
„ტენიელის ილუსტრაციები არ შექმნილა ალისა ლიდლის სურათების მიხედვით, რომელსაც ჰქონდა მუქის ფერის თმა, რომელიც შუბლზე მოკლედ იყო შეჭრილი. დოჯსონმა (ანუ იგივე ლუის კეროლმა) ტენიელს გაუგზავნა მისი მეგობრის ქალიშვილის, მერი ჰილტონ ბედქოქის სურათი და მისცა რეკომენდაცია, რომ ის გამოეყენებინა მოდელად ილუსტრაციებისთვის. მიიღო თუ არა ტენიელმა ეს რჩევა, განსჯის საკითხია. როგორც წიგნის გამოცემის შემდგომ კეროლის მიერ დაწერილი წერილიდან ჩანს, ლიდლის კეროლის რჩევა არ გაუთვალისწინებია“.
‘ბატონი ტენიელი არის ერთადერთი მხატვარი, რომელმაც დახატა ჩემთვის, ასევე რომელმაც მტკიცე უარი განაცხადა მოდელის გამოყენებაზე და მითხრა, რომ მას ისევე სჭირდებოდა მოდელის გამოყენება ილუსტრაციების შესაქმნელად, როგორც მე გამრავლების ტაბულის გამოყენება მათემატიკურ პრობლემებზე მუშაობისას. (ფოტოზე ჯონ ტენიელისმიერ შექმილი ალისას თავდაპირველი ილუსტრაციაა.) გავბედავ და ვიფიქრებ იმას, რომ ის შეცდა, როცა არ ისურვა მოდელის გამოყენება და ალისას რამდენიმე ილუსტრაცია სრულიად არაპროპორციურლად დახატა – თავი გამიზნულად დიდი, ხოლო ფეხები გამიზნულად პატარა“.
წყარო: https://www.themarginalian.org/2012/07/04/story-of-alice/ და https://ganatlebageo.wordpress.com/2014/11/11/
იყავი ინფორმირებული!